დღეს, 25 აგვისტოს, საკრებულომ 6 პროექტი, მათ შორის მრავალსართულიანი კომპლექსების, „ლაგუნა ვერესა“ და ვაკის ცათამბჯენების პროექტები უნდა განიხილოს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ წევრები თბილისის საკრებულოდან პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ „ოცნება“ აღნიშნული პროექტების მხარდაჭერას აპირებს.
„მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების“ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, „ოცნების“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავია და „ოცნების“ შემწირველთა კომპანიისთვის თბილისის იერ-სახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა, “ - აცხადებს პარტიის წევრი გიორგი შარაშიძე.
მიმდინარე წლის აგვისტოში გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,400 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება, რომელიც აბრეშუმის ყოფილ ქარხანასა და „ლაგუნა ვერეს“ მოიცავს, ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" საკუთრებაში არსებულმა კომპანიამ შპს “ნეო-სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა.