მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პატარა ქვეყნისთვის ვაქცინაცია უპირატესობაა, რომელიც ჩვენ ხელიდან გავუშვით“ - გიორგი კეპულაძე

607a9acf299e6
ვიქტორია მღებრიშვილი
17.04.21 15:05
986
„პატარა ქვეყნისთვის ვაქცინაცია უპირატესობაა, რომელიც ჩვენ ხელიდან გავუშვით“ – ამის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ გადაცემა BMG Drive-ში წამყვანის კითხვის საპასუხოდ თქვა.

მისი შეფასებით, პატარა ქვეყანის სტატუსი შეიძლება გამოწვევა იყოს სამუშაო ძალის ან სხვა თვალსაზრისით, თუმცა ვაქცინაციის შემთხვევაში, პირიქით, ეს უპირატესობაა.

„იმიტომ რომ შენ ხან პატარა ქვეყანა, არ გჭირდება ვაქცინების დიდი დოზები. რაც არ ყოფნით დიდ ქვეყნებს, შენ გეყოფა. თუმცა ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით. სამწუხაროდ, დავაგვიანეთ და ვაქცინაციაში ყველა დაგვიანებული დღე ნიშნავს უფრო გვიან გახსნილ ეკონომიკას. ჩვენ ჩამოვრჩებით მსოფლიო ტრენდს. ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციაში წარმატებული ქვეყნების მაგალითები - ისრაელი, აშშ, პატარა ქვეყნებს თუ არ ავიღებთ. მაგალითად აშშ-ში უკვე ეკონომიკური ბუმია, რაც აქციების ფასებზეც აისახა. შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენის გზა ვაქცინაციაზე გადის და ეს გაშვებული მომენტი ჩვენ კიდევ უფრო ძვირად დაგვიჯდება.

გვიან მივხვდებით, რომ საკმაოდ ჩამოვრჩებით იმ ტენდენციებს, რაც განვითარებულ ქვეყნებშია, ეს კიდევ უფრო გაზრდის სიღარიბის დონეს. ამიტომ ვაქცინაცია არის გამოსავალი და რაც უფრო სწრაფად ავიცრებით, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ქვეყნის რეალურად გახსნას, მათ შორის ტურისტული თვალსაზრისით. მოკლე პერიოდში ეკონომიკის სრულად დივერსიფიცირება და სხვა დარგებზე გადაწყობა ვერ ხერხდება და ეს ბოლო ერთ წელიწადში დავინახეთ“, - განმარტა გიორგი კეპულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები