მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაველ დუროვი საპატიმროდან დაკითხვაზე სასამართლოში გადაიყვანეს

Telegram პაველ დუროვი
28.08.24 18:34
93

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი პოლიციის საპატიმროდან პარიზის სასამართლოში, დაკითხვაზე გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დაკითხვის შემდეგ სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვება/გათავისუფლების თაობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

39 წლის პაველ დუროვი, რომელიც საფრანგეთის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა საფრანგეთის პოლიციამ 26 აგვისტოს, პარიზის აეროპორტში დააკავა და მას 48-საათიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

პროკურატურა მის გასამართლებას 12 მუხლით ითხოვს, მათ შორისაა ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობა, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობა, ჰაკერულ თავდასხმებში თანამონაწილეობა, ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობა, ორგანიზებულ დანაშაულში თანამონაწილეობა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები