მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PAYPAL-ი ამერიკელ მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების შესაძლებლობას აძლევს

606483f755b51
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.21 22:10
890
ფინანსური ინდუსტრიის კიდევ ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა PayPal-მა განაცხადა, რომ პლატფორმა კრიპტოვალუტას ანგარიშსწორების ახალ საშუალებად ამატებს.

PayPal-ის მომხმარებლებს პირდაპირ შეეძლებათ ბიტკოინით, ეთერიუმით, ლაითკოინით და ბიტკოინ ქეშით ტრანზაქციების განხორციელება, პროდუქტების შეძენა, თანხის გადარიცხვა, შენახვა და სხვა ვალუტებში ავტომატურად კონვერტაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ეს ფუნქცია მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა სამომავლოდ აღნიშნული სერვისით სარგებლობას რიგი ქვეყნები შეძლებენ.

ექსპერტების თქმით, ეს ფუნქცია მნიშვნელოვნად გაამარტივებს ციფრული ვალუტის გამოყენებისა და შეძენის პროცესს. ამჟამად PayPal-ს თითქმის 380 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრიპტოვალუტა ანგარიშსწორების საშუალებად აღიარა Viza-მაც. ასევე Visa-მდე კრიპტოვალუტები ანგარიშსწორების საშუალებად გამოაცხადეს ისეთმა ფინანსურმა კომპანიებმა, როგორებინაა BNY Mellon-ი, BlackRock Inc-ი და Mastercard Inc-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები