მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PayPal-მა 35 მილიონ მომხმარებელს კრიპტოაქტივებით ვაჭრობის საშუალება მისცა

btc paypal

ამერიკულმა საფინანსო პლატფორმა PayPal-მა თავის კორპორაციულ კლიენტებს და ბიზნესოპერატორებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობის საშუალება მისცა.

PayPal-ის მომხმარებლები პირდაპირ პლატფორმიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოვალუტების ყიდვას, გაყიდვას და შენახვას.

როგორც PayPal-ში აღნიშნავენ, კორპორაციული კლიენტების მხრიდან კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიამ აღნიშნული სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამჟამინდელი მდგომარეობით, PayPal-ის პლატფორმას მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონი კომპანია, საშუალო ზომის ბიზნესი და მერჩანტი იყენებს, ანუ ზემოხსენებული ცვლილება სწორედ ამ 35 მილიონ სუბიექტს შეეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები