მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PayPal-ი Pinterest-ის შეძენას განიხილავს

61715eeb0f2bb
ნათია თაქთაქიშვილი
21.10.21 21:41
639
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო პლატფორმა PayPal-ი აპლიკაცია Pinterest-ის შეძენას განიხილავს, რომელიც გიფების, ვიდეოებისა და სურათების ასატვირთად გამოიყენება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, Pinterest-ის აქციების ფასმა 12%-ით მოიმატა. სანდო წყაროს ცნობით, თუკი გარიგება შედგება, PayPal-ს Pinterest-ში დაახლოებით 39 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

გამოცემა წერს, რომ საფინანსო პლატფორმა PayPal-ისთვის Pinterest-ი პირველი შენაძენი არ იქნება, რადგან კომპანიის პორტფოლიო უკვე მოიცავს 2.7 მილიარდ აშშ დოლარად შეძენილ იაპონურ პლატფორმა Paidy-ს, Venmo-ს და Honey-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები