ამერიკულმა საფინანსო პლატფორმა PayPal-მა თავის კორპორაციულ კლიენტებს და ბიზნესოპერატორებს კრიპტოაქტივებით ვაჭრობის, ტრანზაქციების მიღების და ინვესტირების საშუალება მისცა.
PayPal-ის მომხმარებლები პირდაპირ პლატფორმიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოვალუტების ყიდვას, გაყიდვას და შენახვას.
როგორც PayPal-ში აღნიშნავენ, კორპორაციული კლიენტების მხრიდან კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიამ აღნიშნული სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამჟამინდელი მდგომარეობით, PayPal-ის პლატფორმას მსოფლიოს მასშტაბით 35 მილიონი კომპანია, საშუალო ზომის ბიზნესი და მერჩანტი იყენებს.




























