დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus-ი სტამბოლის გავლით ლონდონიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას breakingtravelnews.com-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Pegasus Airlines-ი ლონდონის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 7 მაისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში ორჯერ - პარასკევსა და ორშაბათს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Pegasus-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს London Stansted-ის აეროპორტიდან თურქეთის საბია გოგჩენის აეროპორტის გავლით განახორციელებს.
breakingtravelnews.com-ი მიხედვით, Pegasus-ი ლონდონიდან ფრენებს კვირაში ორჯერ ოდესის მიმართულებითაც იფრენს და ეს იქნება მეხუთე მიმართულება უკრაინის მასშტაბით, სადაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაფრინავს.