ვენა-სტამბოლის რეისზე Pegasus-ის თვითმფრინავის პილოტმა ფრენისას გონება დაკარგა, რის გამოც ლაინერი „საბიჰა გოქჩენის“ აეროპორტში მეორე პილოტმა დასვა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
პილოტი, რომელიც ფრენისას ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია გონების დაკარგვა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე Pegasus-ის თვითმფრინავი სტამბოლის იგივე აეროპორტში დაფრენისას ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 180 დაშავდა.