მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პეკინში COVID-19-ით დაინფიცირებულთა ახალი კლასტერი გამოავლინეს – დაიხურა სკოლები

5ee91e97acfda
თამთა ჯიჯავაძე
17.06.20 00:10
1352
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხის გამო ყველა სკოლა დაიხურა. დღეიდან დედაქალაქში სასწავლო პროცესი სკოლებში შეწყდება. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

პეკინში, სადაც 20 მლნ ადამიანი ცხოვრობს, 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ვირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, გასულ უქმეებზე, ქალაქში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 46 ასიმპტომური შემთხვევა იყო.

დაინფიცირებულთა კლასტერი ქალაქს უმსხვილეს ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე გამოავლინეს. თავად ბაზარი კვირას დაიკეტა, ხოლო 100–ზე მეტი ადამიანი 14-დღიან კარანტინში გაუშვეს. გარდა ამისა გამკაცრდა შემოწმებები, შემცირდა ქვეითთა მოძრაობა, ასევე დაიხურა ცალკეული თავშეყრის ადგილები.

„დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური ვითარება მწვავეა“, – განაცხადა პეკინის მთავრობის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, იმისათვის რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა გამორიცხონ, დაწესებულია ცალკეული შეზღუდვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები