ყველა პენსიონერი, ვინც 1-ელ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან ერთჯერად, საპენსიო დანამატს მიიღებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დანამატი პირველი აცრის შემდგომ გაიცემა.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.




























