მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პენტაგონის უარის შემთხვევაშიც კი, უკრაინას სატელიტური ინტერნეტის მიწოდებას არ შევუწყვეტთ - ილონ მაკსი

63565e5613309
გიორგი თოლორდავა
24.10.22 15:41
564
მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პენტაგონი და ბიუჯეტიდან დააფინანსებს თუ არა ის Starlink-ის პროგრამას, კომპანია SpaceX-ი მაინც არ შეწყვეტს უკრაინას სატელიტური ინტერნეტის უფასოდ მიწოდებას.

"სანამ თავდაცვის დეპარტამენტისგან პასუხს მივიღებდით, მიხაილო ფედოროვს (უკრაინის ვიცე-პრემიერს) ვუთხარი, რომ SpaceX-ი უკრაინას Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებას არ შეუწყვეტდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ პენტაგონი დაფინანსებაზე უარს იტყოდა", - წერს მასკი სოციალურ ქსელში.

საქმე ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უფასოდ მიეწოდებინა. თუმცა შემდეგ, კომპანია SpaceX-მა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იყო საჭირო, აღნიშნული მოცულობის თანხა კი SpaceX-ს არ გააჩნია, რაც იმის მიზეზად დასახელდა, რომ კომპანია იძულებული იყო უკრაინას სატელიტური ინტერნეტის მიწოდება შეეწყვიტა.

SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, როგორც ჩანს გადაწყვეტილება შეცვალა. "მიუხედავად იმისა, რომ Starlink ფულს კარგავს და სხვა კომპანიები გადასახადების გადამხდელების მილიარდობით დოლარს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას”, - წერს მასკი.

შეგახსენებთ, რომ Starlink-ის ინტერნეტს უკრაინის მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებს და ის ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდების ყველაზე სტაბილური საშუალებაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები