ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები გამოაცხადა. სიაში მოხვდნენ როგორც ფიზიკური პირები, რუსეთის გავლენიანი ადამიანები, ასევე კომპანიაც.
კერძოდ, გამოქვეყნებულ სიაში არიან: კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდერ პონომარენკო, სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, იგორ სეჩინი, Transneft-ის აღმასრულებელი ნიკოლაი ტოკარევი, Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი, რამდენიმე რუსული სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანი და ჟურნალისტი, მინისტრები და სხვა.
ევროკავშირი სანქციებს უწესებს ასევე Gas Insurance Industry Company-ს.
სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.