მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ თინეიჯერებში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

6065865502a01
თათია კაკიაშვილი
01.04.21 13:46
663

Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებულმა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ DW პრეპარატის მწარმოებელი კომპანიის ბოლო კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გერმანულ-ამერიკული კომპანიების ერთობლივმა პრეპარატმა  „აჩვენა 100%-იანი ეფექტურობა და ანტისხეულების ძლიერი რეაგირება“ მე-3 ფაზის კვლევებში, რომელიც 2,260 მოზარდ მოხალისეზე აშშ-ში ჩატარდა. ამასთან, კვლევის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები 2 წლის განმავლობაში დააკვირდებიან.

რაც შეეხება ვაქცინის მწარმოებელ სხვა კომპანიებს, ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში AstraZeneca-ში აანონსებდნენ, რომ პრეპარატის ეფექტიანობაზე ცდა 6-დან 17 წლამდე ასაკის 300 მოზარდზე ჩატარდებოდა. ხოლო Moderna საკუთარი პრეპარატის გამოცდას 12-დან 17 წლამდე ასაკის თინეიჯერებში აპირებს.

ამ დროისთვის მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ვაქცინები კონცენტრირებულია ხანდაზმული ასაკის პოპულაციაზე. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კი პრეპარატების გამოყენება 16 წლის და ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქისთვის დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები