ფრანგულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Sanofi-მ ნიუ-ჯერსის ფედერალურ სასამართლოში კონკურენტი ამერიკული კომპანიების, Pfizer-ისა და Moderna-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
არსებული ინფორმაციით, დავა ეხება მესენჯერული რნმ-ის ტექნოლოგიას, რომელსაც ამერიკული გიგანტები Sanofi-სთან შეუთანხმებლად, კოვიდ-19-ისთვის განკუთვნილი საკუთარი ვაქცინებისთვის იყენებენ.
ფრანგული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი დაპატენტებული ტექნოლოგიის უნებართვოდ გამოყენებისთვის სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მორიგების შემთხვევაში Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ გაყიდვების გაგრძელებას არ შეუშლიან ხელს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Sanofi-ს სარჩელი ეფუძნება ლიპიდური ნანონაწილაკების იმ ტექნოლოგიას, რომელიც მისმა შვილობილმა კომპანიამ, Translate Bio-მ შეიმუშავა. თავად Translate Bio კი აშშ-იშ, მასაჩუსეტსის შტატში დაფუძნებული სამედიცინო კომპანიაა, რომელიც Sanofi-მ 2021 წელს $3.2 მილიარდად შეიძინა.
საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე ფრანგული კომპანიის სარჩელს არც Pfizer-ის და არც Moderna-ს წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან.



























