მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პიკასოს ნამუშევრის საწყისი ფასი აუქციონზე $55 მილიონი იქნება

6070438679dc6
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.21 17:40
1014
პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული პორტრეტი „ქალი ფანჯარასთან“ (Femme Assise Près d'une Fenêtre), რომელზეც მისი მუზაა გამოსახული, ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდება. ნამუშევრის საწყისი ღირებულება 55 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 1932 წლით დათარიღებული პორტრეტი სოტბის აუქციონზე ბოლოს 2013 წელს გამოიტანეს, რომელიც ანონიმურმა პიროვნებამ აუქციონზე 44.8 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 

გამოცემის მიხედვით, პიკასოს ნამუშევარი აუქციონზე პირველად 1997 წელს გამოჩნდა და მაშინ პორტრეტი კრისტის აუქციონზე 7.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები