მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 50-ლარიანი ჯარიმის დაწესება აუცილებელია“ - რომან კაკულია

5eddea0665326
ინგა მურუსიძე
08.06.20 11:46
1000
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით ჯარიმის დაწესება აუცილებელიც არის და ადეკვატურიც.

„მე მგონი, ადეკვატურია ჯარიმები. ვფიქრობ, მოსახლეობის ნაწილმა გაიაზრა კიდეც საფრთხე. წინ არის საკმაოდ გაურკვეველი პერსპექტივა, ამიტომ ვფიქრობ, ადეკვატურიც არის და აუციელებელიც“, - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებას აწესებს. ამასთან, კანონპროექტი შესაბამის სანქციებსაც განსაზღვრავს, რაც პირბადის არგაკეთებისთვის იქნება დადგენილი.

"პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები