მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პირდაპირ ეთერში ვუყურებთ გამოცხადებული ღალატის ქრონიკას - რომან გოცირიძე "რუსულ კანონზე"

რომან გოცირიძე

ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „რუსული კანონის“ განხილვით, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ გამოცხადებული ღალატის ქრონიკას.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებაზე ერთადერთ გავლენას ახდენს ხალხის ძალა და სწორედ ამ ძალამ უნდა გააგდოს არჩევნებზე ხელისუფლება.

„ქართულმა ოცნებამ“ ერთი კანონის გამო ზურგი აქცია მოქალაქეებს და ჯიუტად უნდა ამ კანონის გატანა, ეს ერთი რამის მაჩვენებელია, მათ არ აინტერესებთ ქვეყნის მომავალი, ქვეყნის ევროინტეგრაცია, აინტერესებთ ისეთი რეპრესიული ბერკეტების შექმნა, რომელიც მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის პირად პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს.

ეს ადამიანები, 85 დეპუტატი იქცევიან ცხვრებივით, მისდევენ ყოჩს და ყოჩი რომ კლდეზე გადაიჩეხება, ხედავენ რა, რომ მათაც ეს ბედი ელით, მაინც მიყვებიან უფსკრულში, სასიკვდილოდ. სამარცხვინოა, რომ დღეს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებიც ყურს არ უგდებენ არც მეუღლეებს, არც შვილებს, არც მშობლებს, არც საერთაშორისო პარტნიორებს. არანაირი საუბარი აღარ შეიძლება, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ გამოცხადებული ღალატის ქრონიკას. ამ მოღალატეების საქციელის გამოსწორება შეუძლებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები