ევროპის არც ერთ სახელმწიფოში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მამუკა მდინარაძეს.
ევროოპტიმისტი დეპუტატის თქმით, კანონი უმუშევრობისა და მიგრაციის ზრდას გამოიწვევს.
" საქართველოში არის 35 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 2 5000-მდე მოქმედი. ორასამდე რეგიონული მაუწყებელი არის საქართველოში და კიდევ ერთი, ხუთი ამდენი სხვა მედიასაშუალება. ეს ორგანიზაციები იღებენ გრანტებს იმიტომ, რომ ქვეყანა გადარჩეს შიმშილს. რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევრად და წავა უცხოეთში ამ კანონის მიღების შემდეგ?
იცით, რომ ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზეა განსაზღვრული ღარიბი ქვეყნებისთვის გრანდების გამოყოფაა? ნიდერლანდები 5.7 მლრდ მილიარდს გამოსცემს გრანტის სახით, რაც მისი ბიუჯეტის 1.2%-ია და ეს ფული ნაწილდება აფრიკის, აზიის და სხვა, მათ შორის საქართველოს მსგავს ქვეყნებზე. გარდა ამისა, არსებობს კერძო ფონდები, რომლებიც ეხმარებიან შშმ პირებს, ლტოლვილებს და ა.შ. ეს ფული რეალურად ჩვენი მოქალაქეების სიღატაკიდან გამოსვლას ემსახურებოდა. ამ კანონის მიღების შემდეგ, შეექმნება თუ არა საფრთხე ამ ყველაფერს" - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელსაც კითხვები კიდევ ჰქონდა, თუმცა მოტივით, რომ მისი დრო ამოიწურა კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გამოურთო.
გამოსვლის დასრულების შემდეგ, ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძე დარბაზიდან გააძევა. იქამდე, სხდომა დაატოვებინა თინა ბოკუჩავას, ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი. ანრი ოხანაშვილმა ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გაძევების ბრძანება გასცა.