მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის EU-ს კარი დაიკეტება? - რომან გოცირიძე

დეპუტატი

ბიუროზე, რუსული კანონი დარეგისტრირდა. ევროოპტიმისტმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ კანონის ავტორებს, მმართველ პარტიას ჰკითხა, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის ევროპის კარი დაიკეტება?

ასევე, გოცირიძემ დეპუტატებს დაუანონსა, რომ კანონს ვერ მიიღებენ და ზუსტად იგივე მოხდება, რაც 1 წლისა და 1 თვის წინ მოხდა.

"მე მაქვს შეკითხვა და მინდა პასუხი მოვისმინო, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის ევროპის კარი დაიკეტება? ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდება. თქვენ გააქვთ პასუხი, რომ ეს ასე არ იქნება? მე გეუბნებით ამას 100%-იანი სიზუსტით. თქვენ იტყვით საწინააღმდეგოს? ვინ აგებს პასუხს შედეგებზე? რა თქმა უნდა, ხალხი გაგებინებთ პასუხს არჩევნებზე.

მე მინდა თქვენგან გავიგო პასუხი, ახლა, როცა უკვე დიდი საერთაშორისო რეზონანსია. ეს რეზონანსი გაასმაგდება და დამთავრდება გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერებით. შეჩერდება სიკეთეები, რომელიც ამ პროცესს მოჰყვება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით.

ზუსტად ერთი წლისა და 1 თვის წინ, სამშაბათამდეც ვერ დაიცადეთ, რვაში [2023 წლის მარტს] კანონი ყველანაირი წესის დარღვევით უკან გაიწვიეთ, რადგან გეშინოდათ იმ ახალგაზრდების, რომლისაც გეშინოდათ. ეს იყო ხალხის გამარჯვება.

ახლა გავაკეთებ პროგნოზს, რამდენიმე თვეში ამოვჭრი და დაგცინებთ. თქვენ ამ კანონს ვერ მიიღებთ. ზუსტად იგივე დაგემართებათ, რაც შარშან დაგემართათ", - განაცხადა გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები