მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირდაპირი ფრენები წაადგება რუსეთში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან“ - მინისტრის მოადგილე

645b9a12c6192
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 18:03
1082

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის მიერ დღეს პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირს წაადგება. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი ცალმხრივად გვაქვს ამოქმედებული. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოსთან ავიამიმოსვლა ცალმხრივად შეზღუდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციას ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე საქართველოს მიმართულებით და მოხსნა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობა და მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. აქვე მნიშვნელოვანია, იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში და მათ კავშირს სამშობლოსთან და გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებთან კავშირს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები