პარლამენტის ბიურომ 28 ნოემბერი - 1 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების, მათ შორის, „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების კომიტეტებში განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
კანონპროექტით „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „თავდაცვის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
კანონპროექტით აგრეთვე წესრიგდება: სპეციალურ აღრიცხვასთან; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გადავადებასთან; უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტუდენტის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გადავადებასთან და გარდამავალი პერიოდისათვის წოდების მინიჭების ვადებთან დაკავშირებული საკითხები.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.