2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კერძო სექტორის ბრუნვამ 44.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.4%-ით მეტია. სექტორებს შორის ყველაზე დიდი ბრუნვა კვლავ ვაჭრობის სფეროშია, რამაც პერიოდის განმავლობაში 16.6 მილიარდ ლარს მიაღწია. მეორე ადგილზეა ხელოვნების, გართობისა და სპორტის სექტორი, რომელიც თავის თავში აზარტული თამაშების სფეროსაც აერთიანებს. ამ სფეროს ბრუნვამ 14.3 მილიარდი ლარი შეადგინა. მესამე პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობა 3.4 მილიარდი ლარის ბრუნვით.
საქართველოს ეკონომიკის სექტორები ბრუნვის მიხედვით:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 16.6 მილიარდი ლარი;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 14.3 მილიარდი ლარი;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 3.4 მილიარდი ლარი;
● "გასუფთავების საქმიანობები
● მშენებლობა" - 2.1 მილიარდი ლარი;
● "რემონტი
● ტრანსპორტი და დასაწყობება" - 2.0 მილიარდი ლარი;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1.5 მილიარდი ლარი;
● "საქმიანობები
● ინფორმაცია და კომუნიკაცია" - 1.2 მილიარდი ლარი;
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების - 559 მილიონი ლარი;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 475 მილიონი ლარი;
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 461 მილიონი ლარი;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 391 მილიონი ლარი;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 307 მილიონი ლარი;
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 300 მილიონი ლარი;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 189 მილიონი ლარი;
● განათლება - 155 მილიონი ლარი;
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან - 103 მილიონი ლარი;
● სხვა სახის მომსახურება - 51 მილიონი ლარი.
საქსტატი 2023 წლის პირველი სექტორის ეკონომიკური ზრდის ამსახველ დაზუსტებულ ანგარიშს 19 ივნისს გამოაქვეყნებს. წინასწარი შეფასებით კი 2023 წლის 4 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზარდა.