მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველ შვიდ თვეში საქართველოდან ატმის ექსპორტი შემცირდა - მთავარი ბაზარი რუსეთია

საქსტატი

მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოდან ატმის ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ 15 461 ტონა ახალი ატმისა და ნექტარინების რეალიზებით 16 მილიონ 852 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ამ პერიოდში გაყიდული საქონლის რაოდენობა წლიურად 7.2%-ით, ხოლო ღირებულება 9.3%-ით შემცირდა.

წლის პირველ შვიდ თვეში ატამი მხოლოდ 4 ქვეყანაში გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ტრადიციულად რუსეთი იყო, სადაც 15.9 მლნ დოლარის ღირებულების 13 999 ტონა ატამი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთში 849 ათასი დოლარის 1 424 ტონა, ბელარუსში 16 ათასი დოლარის 20 ტონა, ხოლო უკრაინაში 14 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა ატამი გავიდა.

2022 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საექსპორტო ქვეყნებს შორის ასევე იყვნენ აზერბაიჯანი, სლოვენია და ყაზახეთი, თუმცა გაყიდვის მოცულობები მცირე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები