"ნაცვლად საჯაროობისა არის გაღმა შემოდავების მეთოდი იმაზე რა არის FARA და რა არ არის FARA" - ასე აფასებს დონორების მხრიდან "რუსულ კანონთან" დაკავშირებით გამოთქმულ წუხილებს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პირადად მას, ერთი წლის განმავლობაში არა ერთი მცდელობა ჰქონდა აშშ-ს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ფინანსების გამჭვირვალობისთვის, თუმცა უშედეგოდ.
"ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც აშშ-ს შესაბამისმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ აშშ-ს დემოკრატიის ნაციონალური ფონდის დაფინანსების გამჭვირვალობა, ეს არის ერთ-ერთი ფონდი, რომელიც ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს. მათ ხელშია კონგრესის სახდეპის თუ სხვა.
ეს ხომ მინიმალური სტანდარტია კეთილსინდისიერი დონორობის, რომ ჩადიხარ ნებისმიერ ქვეყანაში და ხარჯავს ფულს, კეთილი ინებე, ამ ხალხს უთხარი რას აკეთებ მის საკეთილდღეოდ და რაში ხარჯავ ამ ფულს. მე, ადრეც ვთქვი, რომ 1 წელი, მათ შორის ამ ფონდთან მე პირადად მქონდა მცდელობები, რომ გაესაჯაროებინათ ფინანსები. მათ შორის, ისინი დამპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ, საელჩოც ინფორმირებული იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ არა თუ გაასაჯაროვეს, აქეთ მოვისმინეთ მუქარა ამ დონორის მხრიდან. მგონი, პირველად ხდება ისტორიაში, რომ დონორი ემუქრება სახელმწიფოს და ხალხს, რომ თუ მოხდება კანონის მიღება, რომლითაც მისი ფინანსები საჯარო გახდება, რაღაც ზომებს მიიღებენ. ამ აბსურდამდე მივედით სამწუხაროდ. ნაცვლად საჯაროობისა არის გაღმა შემოდავების მეთოდი იმაზე რა არის FARA და რა არ არის FARA", - განაცხადა პაპუაშვილმა.