Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორი ევა ბოჭორიშვილი გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს რომ 2025 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა 9.3%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ მათ პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე Galt & Taggart-მა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინს და ის 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა.
ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამ პერიოდში ქვეყანაში შიდა მოხმარების ზრდა იყო. ასევე აღნიშნებოდა გადავადებული მოთხოვნის რეალიზაცია, რასაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გავლენა ზრდაზე მარტის განმავლობაში ჰქონდა.
“როგორც აღნიშნე, ნამდვილად მოლოდინებს გადააჭარბა პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ. ანუ წლის დასაწყისში ძალიან განსხვავებული პროგნოზები იდებოდა. ჩვენ, მათ შორის, გვქონდა სამი სცენარი. ფაქტიური მაჩვენებელი არის 9,3%, რაც არის გაგრძელება იმ ზრდის ტემპის, რაც გვქონდა 2024 წელს, ანუ საშუალო წლიურად 9,4%.
მოხმარება იყო, ჩვენი შეფასებით, ძირითადი მამოძრავებელი ამ ეკონომიკური ზრდის. როგორც მოგეხსენებათ, ანუ გაურკვევლობის პირობებში ყოველთვის არის რაღაც სიფრთხილე გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა, არის საჭიროებები, რომლის გადადებაც შეუძლებელია და ასევე დაგროვილი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ დავინახეთ, რომ აი, წლის ბოლოს გარკვეული გაურკვევლობის შემდეგ, ანუ მარტში ერთბაშად აისახა ეს ეკონომიკურ აქტივობაზე.
ანუ ეხლა ჩვენ, ჩვენც, ანუ როგორც ვახსენეთ თავდაპირველად, ანუ 5%-იანიც და ჩვენ გადავხედეთ ზრდის მიმართულებით, 6,8%-იან ზრდას ველოდებით. და ანუ წინა კვირაში, მემგონი, ეროვნულმა ბანკმაც გადახედა 6,7%. ანუ ზოგადად, აი წლის ბოლოსაც და წლის დასაწყისშიც, ანუ განსხვავებული პროგნოზები როცა იდებოდა და ჩვენ მაინც არ ვპროგნოზირებდით, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდებოდა, იმიტომ, რომ როდესაც ეკონომიკა იზრდება, აქვს თავისი ინერცია,”- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სექტორული თვალსაზრისით, Galt & Taggart-ში მოელიან რომ ეკონომიკურ ზრდაზე წელს დადებითი გავლენა ექნება მშენებლობის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა ტრადიციულ დარგებს, ასევე იმ სექტორებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა, მათ შორის ლოგისტიკას და IT სექტორს.
“ვფიქრობთ, რომ სექტორულადაც იგივე ტენდენციები გაგრძელდა, რაც წინა წელში იყო. ანუ არის ტრადიციული დარგები, რომელიც ზრდაში აქვს პოზიტიური კონტრიბუცია, როგორიც არის მშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი, ასევე ახალი დარგები, ჩვენ რასაც ვუყურებთ ამ პანდემიის შემდეგ და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განათლება, სადაც მზარდი არის უცხოელი ტურისტების, უცხოელი სტუდენტების ნაკადები და ასევე IT სექტორი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული საუბრები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დარგშიც, ანუ შენარჩუნებულია ეკონომიკური აქტივობა,”- აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.




























