მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირველი, რასაც ამერიკული უნივერსიტეტები აქცევენ ყურადღებას, ეს აკადემიური მოსწრებაა" - სტუდენტი

6242d7c672a6e
მარიამ ადამია
31.03.22 00:14
3896

როგორ ვისწავლოთ აშშ-ში დაფინანსებით? - BMG-იმ ეს კითხვა $250 000-ის გრანტით, პრინსტონის უნივერსიტეტში ჩარიცხულ, ლაშა შამუგიას დაუსვა, რომელიც პირადი გამოცდილების საფუძველზე გვიყვება, რომ ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო.

„პირველი, რასაც ამერიკული უნივერსიტეტები აქცევენ ყურადღებას, ეს აკადემიური მოსწრებაა, ანუ ის ნიშნები, რასაც მოსწავლე 9-დან მე-12 კლასის ჩათვლით აგროვებს. მეორე მნიშვნელოვანი პირობა აქტივობები და კლასგარეშე საქმიანობაა, რომელიც მოსწავლის ინტერესს, ან მოტივაციას გამოხატავს, ხოლო მესამე კომპონენტი გამოცდებია, რომლებიც სტანდარტულად, ყველა საერთაშორისო სტუდენტისთვის საერთოა და გულისხმობს: ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატსა და უნარებს,“ - ამბობს შამუგია.

მისივე თქმით, კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უნივერსიტეტს, ეს სამოტივაციო წერილი და მასწავლებლის მიერ დაწერილი სარეკომენდაციო წერილია, რაც შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტს, რომ მომავალი სტუდენტი უკეთ გაიცნოს. აპლიკაციის გაგზავნა კი დაინტერესებულ პირს ნებისმიერი სკოლიდან შეუძლია მთავარია მოსწავლეს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდეს. 

რაც შეეხება ამერიკაში სწავლის დაფინანსებას, შამუგიას თქმით, ის ძირითადად ორი ტიპისაა.

„პირველი ეს არის საჭიროებაზე დაფუძნებული, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას და უნივერსიტეტი გრანტის სახით თანხას თავად განსაზღვრავს და ასევე არსებობს სტანდარტული დაფინანსება, რომელიც აკადემიურ მოსწრებასა და გამოცდების შედეგებს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში კი, ხშირად გრანტის ღირებულება წინასწარ არის განსაზღვრული,“ - აღნიშნავს ის.

რაც შეება შეკითხვას ამერიკული განათლების მთავარი უპირატესობის შესახებ, ლაშა შამუგია ამბობს რომ უპირატესობა ამ ქვეყნის განათლების სისტემის მრავალფეროვნებაშია.

„სწავლის მოდელი მეტად კვლევაზე, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და გააზრებაზეა ფოკუსირებული. ასევე სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლის პერიოდში, ნებისმიერ დროს, პროფესია შეიცვალონ, რაც მნიშვნელოვანია, რადგან 17-18 წლის ასაკში შესაძლოა საბოლოოდ, არ ჰქონდეს ადამიანს გადაწყვეტილი, თუ რისი კეთება უნდა ცხოვრებაში,“ - განაცხადა შამუგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები