მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი უვიზო მგზავრი ჩინეთში - თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

სს

თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან ჩინეთში პირველი უვიზო მგზავრები მარიამ ქვრივიშვილმა და ჭოუ ციენმა გააცილეს.

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ" შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 30 მაისს, თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომელმაც პირველი უვიზო მგზავრები გადაიყვანა.

მგზავრები ჩინეთის მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა გააცილეს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები