მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პლანეტის კრიპტო-დედაქალაქი” - ტრამპი აშშ-ში კრიპტოვალუტის განვითარების პირობას დებს

კრიპტო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ამერიკაში კრიპტოვალუტის განვითარების პირობა დადო და განაცხადა, რომ სურს, მისი მმრთველობის ქვეშ, ამერიკა “ბიტკოინის სუპერძალა” გახდეს - ტრამპმა ამის შესახებ ნეშვილში გამართულ კრიპტოვალიტუის კონფერენციაზე ისაუბრა და დამსწრე ინვესტორებს დაჰპირდა, რომ მისი პრეზიდენტობა ამერიკის შეერთებულ შტატებს “პლანეტის კრიპტო-დედაქალაქად” აქცევს.

კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ იგი კრიპტო საკითხებში საკონსულტაციო საბჭოს ჩამოაყალიბებს: “გვექნება რეგულაციები, თუმცა ამიერიდან წესები დაიწერება იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ეს ინდუსტრია უყვართ და არა - სძულთ”. ერთსაათიანი გამოსვლის განმავლობაში ტრამპმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი მოქმედი პრეზიდენტის, ბაიდენის მცდელობას, კრიპტოინდუსტრია რეგულაციების ქვეშ მოაქციოს.

საინტერესოა, რომ კრიპტოვალუტისადმი ტრამპის დადებითი განწყობა სიახლეა - ჯერ კიდევ 2019 წელს ტრამპი ციფრულ ვალუტას აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ მისი ღირებულება მერყევია და “ჰაერზეა დაფუძნებული”. ორი წლის შემდეგ კი ბიტკოინს “თაღლითობაც” უწოდა. 2024 წლიდან კი წინასაარჩევნო კამპანია ტრამპმა სწორედ კრიპტოვალუტაში დონაციების მიღებით გახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები