იტალიური “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
საქმე ისაა, რომ 2023 წლის 20 აგვისტოს “უდინეზესთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ დოპინგ კონტროლზე ორგანიზმში ტესტოსტერონი აღმოაჩნდა, რაც სპორტში აკრძალულ ნივთიერებად ითვლება.
გამოძიება რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა, საბოლოო განაჩენი ოქტომბრის თვიდან იღებს სათავეს და ის 2027 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.
საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ პოგბამ კარიერა დაასრულოს, რადგან 2027 წელს ის 4 წლის უთამაშებელი და ამავდროულად 34 წლის იქნება.
შეგახსენებთ, რომ პოგბა პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელშიც ასეულობით მილიონი ევრო გადაიხადეს. 2016 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” “იუვენტუსიდან” ფრანგი ფეხბურთელი 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. ინგლისური კარიერის შემდეგ პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნდა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ 12 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. სწორედ ტრავმები იყო ის მიზეზი, რის გამოც ფრანგმა ტესტოსტერონის მიღება გადაწვიტა მეგობრის რჩევით.
ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრებში პოგბა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და 2016 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.