მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკოსების და აქტივისტების ჩხრეკა და დაკავებები - სად ჩაატარა/ატარებს შსს საგამოძიებო მოქმედებებს?

გვარამიას დაკავება
04.12.24 18:22
1203

შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში, ასევე აქტივისტების სახლებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. უწყებაში ჯერ ვერ აზუსტებენ რამდენი პირია ამ დროისთვის დაკავებული და აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია, რომელსაც კოალიციის ოფისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. გვარამიასთან ერთად, დაკავებულია კოალიციის წევრი გელა ხასაია.

ამასთან, "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე მათი გაერთიანების წევრები: ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი.

არსებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონის" წევრი ზვიად ცეცხლაძე.

დღესვე, ფეისბუქ-ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინის, ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სამართალდამცველები ასევე შესული არიან ჯგუფის კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები