მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი კანონპროექტით განისაზღვრება - "ქართული ოცნება"

ქართული ოცნება

"ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პრემიერი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

უმრავლესობის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. შემდეგ კი "ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში.

პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში.

კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს ამკაცრებს - ზუსტდება გრანტების განმარტებაც

სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი - "ქართული ოცნება"

მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა - დეტალები

"ქართული ოცნება" მორიგ შეზღუდვებს აკანონებს | მმართველი პარტიის გეგმა ვრცლად

ფასების რეგულირების დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს - "ოცნება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები