სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაშალა და პროტესტის მონაწილეებმა ამ დროისთვის მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს.
სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს, გამზირი გადაკეტილია და მოძრაობა შეჩერებულია. როგორც ელენე ხოშტარია აცხადებს პროტესტი არ შეწყდება. აქციის მონაწილეების დაშლას არ აპირებენ.
მელიქიშვილზე გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. მათ შორის ერთი "მთავარი არხის" ოპერატორია.
ჭავჭავაძის გამზირზე 2-დღიანი აქციის დაშლას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც უწყება აქციის მონაწილეებს გზის გახსნისთვის 15-წუთიან ვადას აძლევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს.