მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები ჩაკეტა - აქციის მონაწილეები ღამეს ათენებენ

აქცია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს პარლამენტის ორივე მხარე ჩაკეტილი აქვთ.

საპროტესტო მსვლელობა დაახლოებით 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა. დემონსტრანტებს რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.

ამჟამად პარლამენტის წინ უკვე გაშლილია კარვები. აქციის მონაწილეები ღამის გათენებას აპირებენ, რათა ხვალ დილით პარლამენტში დაგეგმილი პირველი შეკრება გააპროტესტონ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ პროტესტთან დაკავშირებით შსს-მა გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.

ამასთან, ხვალ, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული, რომელზეც პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას აპირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები