მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი - სახალხო დამცველი

სს
07.12.24 00:35
1967

პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

"საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა და სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტროში სამართალდამცავები აგრძელებენ საპოლიციო ღონისძიებების, მათ შორის, ზედაპირული დათვალიერების ჩატარებას, რასაც მგზავრთა უკმაყოფილება და მათთან შელაპარაკება მოჰყვება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ, რასაც პროტესტი მოყვა. მოქალაქეები ჩხრეკას აპროტესტებენ და ჩხრეკის ოქმის წარდგენას მოითხოვენ. სამართალდამცველების თქმით ეს არა ჩხრეკა, არამედ „პირადი გასინჯვაა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები