პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოში საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულებს - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს. საელჩო დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
“ღრმად შეშფოთებულები ვართ ისტორიებით, რომლებსაც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახების წევრებისგან ვისმენთ.
პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე ვრცელდება.
Deeply disturbed by stories told by the family members of the detained and arrested during the protests.
— PLinGEORGIA (@PLinGEORGIA) February 6, 2025
🇵🇱 stands in solidarity with all unjustly imprisoned for defending democratic values and calls for their immediate release.
🙏to 🇪🇺🇩🇰🇦🇹🇪🇪🇫🇷🇬🇷🇭🇺🇧🇬🇨🇭🇨🇿🇬🇧🇱🇹🇮🇹🇩🇪🇱🇻🇳🇱🇺🇸🇸🇰🇸🇪🇷🇴🇳🇴. pic.twitter.com/HPgM8CAw1n




























