პოლონეთი ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„განსაკუთრებულად შოკისმომგვრელია ის, რომ ბელარუსი ოფიცრები ამ ადამიანებს ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ სამხედროს, მესაზღვრეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისი განცხადებით, ვარშავა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაძლო შედეგების ანალიზის შემდეგ.
„ამ გადაწყვეტილებების შედეგები რომ იგრძნოს ლუკაშენკომ, და არა-ჩვენ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკიმ ისაუბრა ივნისის დასაწყისში პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც მიგრანტის მიერ დანის დარტყმის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გადასასვლელები დახურა.