პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ 3.8 მილიარდ დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ქვეყნის 48 ერთეული F-16C/D Block 52+ Viper ტიპის გამანადგურებლის F-16V ვერსიამდე გასაახლებლად.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ სამუშაოებს სახელმწიფო საწარმო შეასრულებს, რომელიც ოფიციალურად თანამშრომლობს თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია "Lockheed Marti" - თან.
„მოდერნიზაცია შეეხება არა მხოლოდ თვითმფრინავებს, არამედ რადარებს, კომუნიკაციის სისტემებს, ‘მეგობრისა თუ მტრის’ ამოცნობის სისტემებს, მიწის ინფრასტრუქტურას, სიმულატორებსა და ტრენაჟორებს,“ - აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
პოლონეთის Block 52+ ტიპის F-16-ები უკვე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე გამანადგურებლებად ევროპაში, თუმცა ქვეყანა ბოლო წლებია მასშტაბური თავდაცვითი ხარჯებით შეიარაღების სრულ მოდერნიზაციას ახორციელებს, განსაკუთრებით რუსეთის საფრთხეების გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, პოლონეთმა 2024 წლის 2 იანვარს განაცხადა, რომ თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს იცავენ, ბაზაზე დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც შემცირდა უკრაინაზე რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებული საფრთხე.
მანამდე პოლონეთმა F-16 გამანადგურებლების ორი წყვილი და მოკავშირეთა ტანკერი აამოქმედა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის ფონზე.




























