NATO-ს მომდევნო სამინიტზე პოლონეთი უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
იდეა თავდაპირველად კიევში მყოფმა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გააჟღერა.
"ვფიქრობ, საჭიროა NATO-ს სამშვიდობო მისიის ყოლა, ისეთი მისიის, რომელიც საკუთარი თავის დაცვასა და უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირებას შეძლებს. ეს იქნება მისია, რომელიც მშვიდობის დამყარებისკენ ისწრაფვის, თუმცა ამავე დროს შესაბამისი სამხედრო ძალები დაიცავენ”, - განაცხადა მან.




























