გაზეთ Gazeta Wyborcza-ს ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტის ოფისიდან, უშუალოდ კანცელარიის სალაროდან, 140 000 დოლარზე მეტი მოიპარეს.
ჟურნალისტურ მასალაში აღნიშნულია, რომ დანაშაულის დეტალები უცნობი რჩება, რადგან საგამოძიებო სამუშაოები გასაიდუმლოებულია. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში, შესაძლოა, კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელი იყოს ჩართული.
ამასთანავე, პროკურორმა განაცხადა, რომ "პირველი მოწმეები უკვე იკითხებიან, ხოლო ზარალის ზუსტი ოდენობა და დაზარალებულთა რიცხვი დგინდება".



























