მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პომპეომ გახარიასთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა - საელჩო

5fb4cc40c7968
ინგა მურუსიძე
18.11.20 11:26
809
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები