მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პორტფელში $150 მილიონის ენერგოპროექტები გვაქვს, აქტიურ ინვესტირებას მომავალი წლიდან ვგეგმავთ - "გრინ ენერჯი ჰოლდინგი"

ვინდ ენერჯი გრუპ

ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ჰოლდინგური კომპანია „გრინ ენერჯი ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ ენერგოპროექტებზე მუშაობენ.

როგორც კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუკაკიძემ BMG-ის განუცხადა, მათ პორტფელშია როგორც ჰიდროენერგეტიკული, ასევე ქარის ელექტროსადგურის პროექტი.

კერძოდ, მისი თქმით, მოლოდინია, რომ კომპანია თერჯოლაში 45 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურის მშენებლობას მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარია.

„გრინ ენერჯი ჰოლდინგი“ ასევე მუშაობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე, რომელთანაგაც ერთ-ერთის, 15 მეგავატის სიმძლავრის ჰესის მშენებლობა გურიაში იგეგმება. მისი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია.

„ჩვენს ჰოლდინგს რამდენიმე შვილობილი კომპანია ჰყავს. ვავითარებთ პროექტებს როგორც ჰიდროენერგეტიკული კუთხით, ასევე ქარის ენერგეტიკის მიმართულებით. ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ და ვფიქრობთ, საშუალება გვექნება, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში თერჯოლაში 45 მეგავატის მოცულობის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ეტაპზე გადავიდეთ.

რამდენიმე პროექტი გვაქვს ასევე ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. ყველაზე წინწასული პროექტი 15 მეგავატის სიმძლავრის ჰესია, რომლის მშენებლობასაც გურიაში ვგეგმავთ. ვფიქრობთ, თუ დროული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ესაა ბიუროკრატიული პროცესი, მისი მშენებლობის დაწყება შესაძლოა, წელსაც მოესწროს. ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ვავითარებთ სამცხე-ჯავახეთშიც. ახლანდელ პორტფელში დაახლოებით 150 მლნ ღირებულების ენერგოპროექტები გვაქვს, რომლის აქტიურად ინვესტირებასაც ალბათ მომავალი წლიდან დავიწყებთ“, - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები