მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პორტის მშენებლობა, ალბათ, დაიწყება... პოლიტიკური ინტერესი ჩინეთის მხრიდან მაღალია” - ბესო ნამჩავაძე

გამჭვირვალობა-საქართველო

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მთავარი ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის შეფასებით, ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანია CCCC-ს 49%-იანი თანამონაწილეობა დიდ თანხებს არ წარმოადგენს, რის გამოც პროექტის განხორციელების შანსი უფრო რეალურია. ამის შესახებ მან BMGDrive-ში ისაუბრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია, საიდანაც 51%-ს სახელმწიფო დაფარავს.

“როგორც გავიგეთ საჯარო ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება თანამონაწილეობა, მაგრამ არსებობს ერთი ეჭვი, რომ შეიძლება, საპენსიო ფონდით დაფინანსდეს.

პორტის მშენებლობა, ალბათ, ნამდვილად დაიწყება, რადგან ჩინეთის მხრიდან პოლიტიკური ინტერესი მაღალია. შეიძლება, ჩვენთვის დიდი პროექტია, მაგრამ ჩინური კომპანია ისეთი მოცულობისაა, რომ, პირველ ეტაპზე თუ 300 მილიონი დახარჯეს, ეს მათთვის დიდი თანხა არ არის”, - ამბობს TI-ს მთავარი ეკონომისტი.

ცნობისთვის, შესაძლებლობა, რომ ანაკლიის პორტი საპენსიო დანაზოგებით დაფინანსდეს, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა არ გამორიცხა, თუმცა განმარტა, რომ საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები მხოლოდ ობლიგაციებში ჩაიდება და არა კაპიტალურ დანახარჯებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები