მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

POWERCHINA/Sinohydro - გლობალური კომპანია, რომელიც სოციალური აქტივობებით მოწყვლად ჯგუფებს ეხმარება (R)

5f71dba7a9c55
BM.GE
28.09.20 17:05
686
თანამედროვე კომპანიებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა აუცილებელ მოთხოვნად იქცა. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტუალურია გლობალური კომპანიებისთვის, რადგან ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოღვაწეობენ და უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა მათთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

სოციალური აქტივობებით გამორჩეულია ერთ-ერთი გლობალური კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო). კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის დახმარებაზე მიმართული. აქტივობა ერთიანი კონცეპციის, საერთაშორისო მოხალისეობრივი ასოციაციის ეგიდით ხორციელდება.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ დააორგანიზა ზამბიაში კონფუცის ინსტიტუტსა და ზამბიის უნივერსიტეტის სამედიცნოო გუნდთან ერთად ვიზიტი მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში. ბავშვებს სამედიცინო დახმარება მიაწოდეს და ჩინური კულტურის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდეს.

კომპანიის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კოტ-დივუარში ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმებულმა გუნდმა აღადგინა გზები და ხიდები და ამით მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ადგილობრივი მოსახლების მდგომარეობა. იმავე რეგიონში, კომპანია რეგულარულად ეხმარებოდა საბავშვო ბაღებს, სკოლებს, დედათა და ბავშვთა ცენტრებს.

POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ, სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად, 50 000 აშშ დოლარი შესწირა ინდონეზიის უნივერსიტეტს, ნაადრევად დაბადებული ბავშვებისათვის სპეციალური ინკუბატორის მოსაწყობად.
კომპანიის პრიორიტეტია განათლებაც. იგულისხმება, როგორც ადგილობრივი პერსონალის პროფესიულ განვითრებზე ზრუნვა, ასევე - კომპანიის საქმიანობის არეალში განათლების სისტემის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ ზამბიაში გახსნა ტექნიკური ტრენინგის სკოლა, სადაც ადგილობრივი კადრები გადამზადების შემდეგ იღებდნენ შესაბამის სერტიფიკატს, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მათ კონკურენტუნარიანობას და დასაქმების შანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები