მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

POWERCHINA/Sinohydro მომავალში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს

5f6eecfb2f437
BM.GE
26.09.20 11:17
817
კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თითქმის 11 წელია თანამშრომლობს. 6 წარმატებით განხორციელებული პროექტის შემდეგ, კომპანია მალე ახალი გზის რეკონსტრუქციაზე დაიწყებს მუშაობას და ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის პროექტს აიღებს.

„ამ ტიპის ტენდერებში მონაწილეობისას, მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება, მათ შორის, გამოცდილება, კვალიფიკაცია, და რაც მთავარია, რესურსი, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას ამა თუ იმ პროექტის შესრულება. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა საერთაშორისო ტენდერში კომპანია POWERCHINA/Sinohydro,“ - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.

მისი თქმით, კომპანიას აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს გაუმკლავდეს. ასევე, POWERCHINA/Sinohydro-ს აქვს რესურსი, რომ მაღალი ხარისხით შესრულებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დათქმულ ვადაში ჩააბაროს.

მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, კომპანიაში POWERCHINA/Sinohydro არ გამორიცხავენ, რომ შესაძლებლობის გაჩენისთანავე საქართველოს მთავრობასთან კვლავ ითანამშრომლონ.

„ამ ტიპის და ამ მასშტაბის სამუშაოებზე, რასაც როგორც წესი ვახორციელებთ, დამკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფო, ან საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებულილ. თუ ამ ტიპის საერთაშორისო ტენდერი კვლავ გამოცხადდება და ჩვენი კომპანია ჩათვლის, რომ შეუძლია ამ ტენდერში მონაწილეობის მიღება და გარკვეული პროექტების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღება, ცხადია, მოხარულები ვიქნებით, კიდევ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან,“ - განმარტავს POWERCHINA/Sinohydro-ს მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები