მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

POWERCHINA/Sinohydro პროფესიულ რეიტინგებში ლიდერობას ინარჩუნებს (R)

5f71ea2513269
BM.GE
28.09.20 15:30
743
კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო), რომელმაც უახლოეს მომავალში ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, ბიზნეს და პროფესიულ რეიტინგებში ლიდერობას ინარჩუნებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციების რეპუტაციისთვის საერთაშორისო აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს როგორც ზოგადი სახის ბიზნეს რეიტინგებში, ასევე - ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კომპანიებს შორის.

კომპანია უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად აუმჯობესებს პოზიციას ბიზნეს სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული წყაროს, ჟურნალ Fortune-ს ტოპ 500 კომპანიის სიაში. აღნიშნული რეიტინგი კომპანიების შემოსავლის შეფასების საფუძველზე დგება. 2019 წელს POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) მსოფლოს 161-ე კომპანიად იქნა აღიარებული. კომპანიის შემოსავალმა 61 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მისი აქტივები 123 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიაში 185 269 ადამიანია დასაქმებული. 2017-2018 წლების განმავლობაში მოცემულ რეიტინგში POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-ს 182-ე და 190-ე ადგილები ეკავა. კომპანიის ბოლო მიღწევა კი უახლესი, 2020 წლის მონაცემებით 157-ე ადგილზე დაწინაურებაა.

POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ განსაკურებული აღიარება მოიპოვა საინჟინრო-სამშენებლო კამპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეიტინგში - პროფესიული რესურს ENR (Engineering News-Record)-ის 150 უმსხვილესი კომპანიის სია. სწორედ ამ სიის პირველ ადგილზე მოექცა კომპანია 2020 წელს მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვა რეიტინგის 2019 წლის ლიდერი, ამერიკული Jacobs Engineering Group.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები