მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Praktika – A.I-ზე დაფუძნებული ინგლისურის შემსწავლელი პლატფორმა | 500Georgia Demo Day

63d28d1b013a5
BM.GE
26.01.23 19:23
486
დღეს, 500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლის წინაშე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინგლისურის შემსწავლელი პლატფორმა Praktika გამოვიდა, რომელიც ენის შესწავლის პროცესში ინოვაციური მეთოდების დანერგვას გეგმავს.

„Praktika არის მობილური აპლიკაცია iOS-ისა და Android-ისთვის, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად ივარჯიშოთ ინგლისურ ენაში ჭკვიანი AI ავატარების დახმარებით. მომხმარებლებს ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ, დაარღვიონ ენობრივი ბარიერი, მიიღონ სრულყოფილი ცოდნა და შექმნან კარიერული შესაძლებლობები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადრეული ეტაპის სტარტაპი ვართ, ახლა ვიწყებთ შემოსავლების გამომუშავებას და ვტესტავთ b2c შესაძლებლობებს, უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინგლისურ სკოლებთან, უნივერსიტეტებთან და სწავლისა და განვითარების განყოფილებებთან Enterprise კომპანიებში“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, ადამ ტურაევი.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები