14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისოს“ პირველი დაჯილდოება გაიმართა. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით, ქართულ კინოში გასულ წლის სამი გამორჩეული ნამუშევარი დაჯილდოვდა.
- საუკეთესო რეჟისორი - ელენე ნავერიანი, ფილმისთვის “შაშვი შაშვი მაყვალი”;
- საუკეთო მსახიობი - ეკა ჩავლეიშვილი, ფილმისთვის “შაშვი შაშვი მაყვალი”;
- საუკეთესო ოპერატორი - ლომერო ახვლედიანი, ფილმისთვის “ღიმილიანი.
საქართველო”
დაჯილდოების პარალელურად გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელიც აღინიშნა. „ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია, ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.
პრემია “ელისო” ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა. ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.
“ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი. მთავარი პარტნიორები კი არიან გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.