მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა

6362152a9ee2e
BM.GE
02.11.22 10:57
440
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს თამარ ტალიაშვილს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები