პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას დაათვალიერებს, რომლის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, პრემიერის სიტყვა - მედიისთვის ღიაა, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. გახარია მედიისთვის კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.